ცაგდას ათანი, ბასაქშეჰირი
Aa
Aa

ბასაქშეჰირის მწვრთნელი: იბერია ფიზიკურად ჩვენზე უკეთ მომზადებული იყო

UEFA-ს კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „იბერია’’ „მიხეილ მესხზე’’ „ბასაქშეჰირთან’’ 0:1 დამარცხდა. მატჩის ერთადერთი გოლი 87-ე წუთზე დავიდსონმა შეაგდო.

„ბასაქშეჰირის’’ მთავარმა მწვრთნელმა ცაგდას ათანმა გამარჯვების შემდეგ მედიასთან ისაუბრა: „იბერია’’ ფიზიკურად ჩვენზე უკეთ მომზადებული იყო, მათ ჩემპიონატში 19 თამაში ჩაატარეს. თამაში კარგად დავიწყეთ, პრესინგზე ვაკეთებდით აქცენტს. „იბერიამ’’ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მებრძოლი გუნდია, პატივისცემას იმსახურებს.

ჩემმა გუნდმა კარგად ითამაშა, თუმცა 2-3 ფეხბურთელის გამოსვლა საშუალოზე უარესი იყო.

გოლის გატანა დავიმსახურეთ. ეს გოლი დავიდსონმაც დაიმსახურა, ამ მატჩში საკმაოდ სახიფათო იყო. ეს გოლი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. თუ თამაში 0:0 მორჩებოდა, სტამბულში „იბერია’’ აქცენტს კვლავ დაცვაზე გააკეთებდა, ახლა კი მათგან უფრო ღია თამაშს ველი, რაც ნიშნავს, რომ შეტევაში ჩვენთვის მეტი სივრცე გაჩნდება.

„იბერიამ’’ უფრო მოტივირებულად, უფრო კონცენტრირებულად და უფრო კომპაქტურად ითამაშა ვიდრე ველოდით. ცდილობდნენ ჩვენთვის სივრცეები არ მოეცათ, წინა მატჩებში ასე არ იყო (მალტურ გუნდთან გამარჯვებს გულისხმობს, რომელიც „ბასაქშეჰირმა'' ორი მატჩის ჯამში 10:1 მოიგო)''.

საპასუხო მატჩი სტამბულში 15 აგვისტოს გაიმართება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები