ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„პსჟ კვარას მოპარვას ცდილობდა... დე ლაურენტისმა ეს გაიგო“

ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლიდან“ წასვლას მთელი ზაფხულია ცდილობს, თუმცა დე ლაურენტისი მის სანაცვლოდ იმდენს ითხოვს, რამდენის გადახდაც არც ერთ კლუბს არ სურს.

Il Mattino-ს ცნობით, ნიგერიელმა პსჟ-სთან უკვე 5-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა და მისი ანაზღაურება იმაზე გაცილებით მეტი იქნება, რამდენსაც „ნაპოლიში“ იღებს (10 მილიონი), თუმცა პსჟ მზად არის მის სანაცვლოდ მხოლოდ 70-80 მილიონი ევრო გადაიხადოს, რაც „პარტენოპეის“ არ აწყობს და პარიზელებს 120-130 მილიონის გადახდას სთხოვენ.

ოსიმენს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს, თუმცა საქმე ისე მიდის, რომ მისი სურვილი მინიმუმ 1 წლით ვერ დაკმაყოფილდება.

ნიგერიელს იმედი აქვს, რომ „ნაპოლი“ მის სანაცვლოდ ახალ გაუმჯობესებულ შეთავაზებას მიიღებს და ლოდინის პროცესშია. იტალიური გამოცემა იმასაც წერს, რომ პარიზულმა კლუბმა ხვიჩა კვარაცხელიას ჩუმად გადაბირებაც სცადა. დე ლაურენტისმა ამის შესახებ გაიგო და ინფორმაცია მალევე გაასაჯაროვა.

დე ლაურენტისი წესების დარღვევაზე ალაპარაკდა. როგორც მოგეხსენებათ, არც ერთ კლუბს არ აქვს უფლება საკუთრებაში მყოფ ფეხბურთელთან მისი მფლობელის გარეშე მოლაპარაკებები წამოიწყოს.

წყაროს ცნობით, პსჟ კვარა-ოსიმენის დუეტის შეძენას უმიზნებდა, თუმცა კვარას ვეტო კონტემ დაადო, ოსიმენის ფასი კი ზედმეტად გაბერილია. ნიგერიელის პარიზში გადაბარგება ჯერ კიდევ ივლისში იყო მოსალოდნელი, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, 70-80 მილიონი დე ლაურენტისისთვის ცოტაა და ამ მოცემულობით ვიქტორის ტრანსფერს ერთი წლით გადადება ემუქრება.

ეს სიტუაცია ძალიან წააგავს კალიდუ კულიბალის სატრანსფერო პროცესს, როცა დე ლაურენტისმა არც მისი გაყიდვა ისურვა, რადგან ფასი ეცოტავებოდა. რამდენიმე სეზონის შემდეგ კი ცენტრალური მცველი „ჩელსის“ 60 მილიონად დაუთმო. ეს „ნაპოლის“ მფლობელისთვის დამახასიათებელი ხელწერაა. ის ყოველთვის ობიექტურ ღირებულებაზე გაცილებით მეტს ითხოვს, რაც მასთან ურთიერთობას საკმაოდ რთულს ხდის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მის ტრანსფერზე წინადადებები მივიღეთ“ | ვალენსიაში მამარდაშვილის მომავალზე ისაუბრეს
„მის ტრანსფერზე წინადადებები მივიღეთ“ | ვალენსიაში მამარდაშვილის მომავალზე ისაუბრეს