ოფიციალურად | ალექსანდრე თოფურია UFC-ის მებრძოლია
UFC-ში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი იასპარეზებს. ილია თოფურიას ძმამ, ალექსანდრე თოფურიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საბრძოლო ორგანიზაციაში გამოვა. ალექსანდრემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ UFC-სთან კონტრაქტი გააფორმა.
„მოგესალმებით ყველას! როგორც ბევრმა თქვენგანმა იცის, მრავალი წლის განმავლობაში ჩემი პირადი მიზანი და გამოწვევა, ჩემი ძმის მსოფლიო ჩემპიონის ქამრის მოპოვება იყო. მე მისი პირადი მწვრთნელის პოზიციას ვიკავებდი და მადლობა ღმერთს, მიზანი მიღწეულია. ამაყი და მადლიერი ვარ ჩემი ძმის მონაპოვარით, ახლა ქამრის დაცვის დროა და რა თქმა უნდა მე მის გვერდით ვიქნები.
ამავდროულად, ჩემს გონებასა და გულში ბრძოლის სურვილი არასდროს გამქრალა, ამიტომაც არ გავჩერებულვარ, არ შემიწყვეტია ჩემი საქმის კეთება. ამჯერად უმაღლეს ლიგაში გადავინაცვლებ. მინდა გაცნობოთ, რომ ოფიციალურად გავაფორმე კონტრაქტი “Ultimate Fighting Championship”- თან. და ბოლოს, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ამ მნიშვნელოვანი გზის ნაწილი იყო.
View this post on Instagram
ალექსანდრე 28 წლისაა და ხუთიდან ხუთივე ბრძოლაში ფინიშით იმარჯვა, მისი ერთადერთი მარცხი კი 2015 წელს, ივო ივანოვთან იყო და ტექნიკური ნოკაუტით წააგო. ილიას მსგავსად, ალექსანდრეც მრავალმხრივი მებრძოლია და როგორც პარტერში, ისე დგომში გამოირჩევა.