მსოფლიო ჩემპიონის მარცხი ნახევარფინალში | საფრანგეთმა გერმანიას მოუგო
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, გერმანია პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, ოქროს მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა. ნახევარფინალში, გერმანია საფრანგეთს დაუპირისპირდა და ოლიმპიადის მასპინძელთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.
პირველი ტაიმი ფრედ, 33:33 დასრულდა. მესამე მეოთხედში, საფრანგეთმა 6-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა და გადამწყვეტ პერიოდში მეტოქეს ჩამორჩენის აღმოფხვრის საშუალება არ მისცა. გერმანიამ ბოლო წამებზე სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ ეს მისი მაქსიმუმი აღმოჩნდა - 69:73.
After Tokyo 2020, France ???????? are returning to the #Olympics podium once again in their homeland!
— FIBA (@FIBA) August 8, 2024
???? in Tokyo
❓ in Paris#Paris2024 x #Basketball pic.twitter.com/vQr9xKYwx4
საფრანგეთის რიგებში საუკეთესო გერშონ იაბუსელე იყო - 17 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა. ისაია კორდინიემ 16 ქულა დააგროვა. ვიქტორ ვემბანიამას ანგარიშზე 11 ქულა იყო, მაგრამ მან 17-დან მხოლოდ 4 ბურთი ჩააგდო. გერმანიას 18 ქულით დენის შრიოდერმა ულიდერა. ფრანც ვაგნერმა 10 ქულა გააკეთა.
ცნობისთვის, საფრანგეთის ბოლო მეტოქის ვინაობა რამდენიმე საათში გაირკვევა. დღეს, თბილისის დროით, 23:00-ზე, მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს აშშ და სერბეთი ხვდებიან. გერმანია ბრინჯაოს მედლისთვის წაგებულს დაუპირისპირდება.