ატალანტა, ტეუმ კოპმეინერსი
Aa
Aa

ყველაზე ძვირადღირებული ნახევარმცველი სერია A-ში - იუვენტუსი კოპმეინერსს იფორმებს

ტურინის „იუვენტუსი“ ბერგამოს „ატალანტადან“ ნიდერლანდელი ნახევარმცველის ტეუმ კოპმეინერსის ტრანსფერისთვის ემზადება.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, „ბებერი ქალბატონი“ ნიდერლანდელის სანაცვლოდ 55 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს. იგულისხმება ბონუსებიც. წყაროს ცნობით, ბერგამოელებმა შეთავაზება უკვე მიიღეს.

თუ, ტრანსფერი შედგა, კოპმეინერსი სერია A-ს ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ნახევარმცველი გახდება.

ნიდერლანდელის შეძენა „ლივერპულსაც“ სურდა, თუმცა ტიაგო მოტას პროექტი როგორც ჩანს ფეხბურთელს უფრო მეტად იზიდავს. კოპმეინერსი ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველია და ის თამაშის დროს დაცვით, ასევე შემტევ ფუნქციებს თანაბრად კარგად ასრულებს, მაგრამ განსაკუთრებით სახიფათო შეტევაშია.

სერია A-ს გასულ სეზონში ნიდერლანდელმა 34 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რამდენს ითხოვდა ნაპოლი კვარაცხელიას სანაცვლოდ | პარი სენ-ჟერმენი გამოირიცხა
რამდენს ითხოვდა ნაპოლი კვარაცხელიას სანაცვლოდ | პარი სენ-ჟერმენი გამოირიცხა