გიორგი გოჩოლეიშვილი, იაკობ ნესტრუპი
Aa
Aa

„თავი კარგად წარმოაჩინა“ | როგორ შეაფასა კოპენჰაგენის თავკაცმა გოჩოლეიშვილის დებიუტი

„კოპენჰაგენის“ მთავარმა მწვრთნელმა, იაკობ ნესტრუპმა გიორგი გოჩოლეიშვილზე ისაუბრა. ქართველმა ფეხბურთელმა დანიური კლუბის მაისურით სადებიუტო შეხვედრა კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართა და ნესტრუპმა გოჩოლეიშვილის თამაში შეაფასა.

„ბედნიერნი ვართ, რომ პარკენზე გამართულ პირველ მატჩში, რომლის ჩატარებაც მარტივი არაა, გიორგიმ თავი კარგად წარმოაჩინა. არის კომპონენტები, რომლებიც უნდა გააუმჯობესოს და აქ იმიტომ ვართ, რომ მას დავეხმაროთ. თუმცა, ჩემი აზრით, ის შესანიშნავად გამოიყურებოდა“.

ცნობისთვის, „კოპენჰაგენი“ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ოსტრავას“ ხვდება. დანიელებმა პირველი მატჩი საკუთარ კედლებში გამართეს და 1:0 მოიგეს. განმეორებითი შეხვედრა 15 აგვისტოს, ჩეხეთში გაიმართება.

გოჩოლეიშვილმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო, მაგრამ მე-10 წუთზე, თამაშში ჩაერთო. ქართველმა ფეხბურთელმა როდრიგო უესკასი შეცვალა, რომელმაც თამაში ტრავმის გამო ვერ გააგრძელა. შეხვედრის შემდეგ, გიორგიმ საკუთარ დებიუტზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ ნაჩვენები თამაშით ბოლომდე კმაყოფილი არაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რამდენს ითხოვდა ნაპოლი კვარაცხელიას სანაცვლოდ | პარი სენ-ჟერმენი გამოირიცხა
რამდენს ითხოვდა ნაპოლი კვარაცხელიას სანაცვლოდ | პარი სენ-ჟერმენი გამოირიცხა