ხაბიბი, კონორი, ვოლკი, ადესანია და სხვები | ილიას პრესტიჟული ჯილდოს მოგების შანსი აქვს
Fighters Only MMA-ის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალია, რომელიც ყოველწლიურ დაჯილდოებას, World MMA Awards-ს ატარებს. Fighters Only-ი გამარჯვებულებს სხვადასხვა ნომინაციაში ასახელებს და წლეულს, პრესტიჟული ჯილდოს მოგების შანსი ილია თოფურიას აქვს.
„ელ მატადორი“ წარდგენილია ნომინაციაში - საუკეთესო საერთაშორისო (არაამერიკელი) მებრძოლი. თოფურიას კონკურენტები ჩიჰირო სუზუკი, დრიკუს დუ პლესი, ჯეკ დელა მადალენა და ვეილი ჟანი არიან. გამარჯვებულის გამოსავლენად World MMA Awards-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოკითხვა მიმდინარეობს და შეგიძლიათ, ილიას მხარი დაუჭიროთ.
Vote now for your International Fighter of the Year ????
— Fighters Only (@FightersOnly) August 8, 2024
Nominee 3: Ilia Topuria (@Topuriailia)
Have your say: https://t.co/VeFJNoH35S ????
*Nominees determined on performances between 01 July 2023 – 30 June 2024*#worldmmaawards #fightersonly pic.twitter.com/gcPXMTo3Sr
ცნობისთვის, შარშან აღნიშნულ ნომინაციაში ლეონ ედვარდსმა გაიმარჯვა, რომელმაც კამარუ უსმანი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი დაისაკუთრა. მანამდე ეს ჯილდო ალექსანდრ ვოლკანოვსკის, ისრაელ ადესანიას, რობერტ უიტეკერს, ხაბიბ ნურმაგომედოვს, კონორ მაკგრეგორს, ალექსანდრ გუსტაფსონს, მაიკლ ბისპინგსა და ალისტარ ოვერიმს მოუგიათ.
შეგახსენებთ, რომ თოფურია მომდევნო ბრძოლას UFC 308-ზე გამართავს, რომელსაც აბუ-დაბი უმასპინძლებს. „ელ მატადორი“ მაქს ჰოლოუეის დაუპირისპირდება და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს პირველად დაიცავს.