გიორგი მიქაუტაძე, საიდ ბენრაჰმა
Aa
Aa

„ჩემი დიდი ძმაა“ - მიქაუტაძემ და ბენრაჰმამ ერთმანეთს კარგად გაუგეს

გიორგი მიქაუტაძე „ლიონში“ უკვე თითქმის ორი კვირაა იმყოფება და ნელ-ნელა გუნდში ადაპტაციას გადის.

ადგილობრივი გამოცემა წერს, რომ ქართველმა ფორვარდმა ყველაზე მეტად საიდ ბენრაჰმას გაუგო და მათი კარგი ურთიერთობა თვალშისაცემია.

„მიქაუტაძე უკვე 2 კვირაა ლიონშია და ის კოლექტივში უკვე გაერთიანდა. მას შეუძლია საიდ ბენრაჰმას იმედი მოედანზეც და მის მიღმაც ჰქონდეს.

გუნდში კარგი ატმოსფეროა. თითქმის ორი კვირის წინ ჩასული მიქაუტაძე კლუბში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს.

ჟორჟ ამბობს, რომ გუნდში მისი ინტეგრაცია კარგად მიდის და ეს პროცესი ბუნებრივად ხდება. იგი საკუთარ თავს აღწერს, როგორც ღია, უბრალო, მომღიმარი ადამიანი, რომელიც ყველასთან შედის კომუნიკაციაში. ამ დღეების განმავლობაში მიქაუტაძესა და ბენრაჰმას ერთად ხშირად ვხედავდით. ისინი ერთმანეთს კარგად უგებენ, ბევრს საუბრობენ. როგორც ქართველი ამბობს - „ბენრაჰმა ჩემი დიდი ძმის როლს ასრულებს“, - ალჟირელმა ქართველს კარგად გაუგო. ეს არის ის, რაც ბოლო დღეებში მკვეთრად შეიმჩნევა.

მიქაუტაძე ამბობს, რომ ვარჯიშებისა და ორკარას დროს ბენრაჰმასთან შერწყმას ცდილობს, რათა მათი ურთიერთგაგება ავტომატიზებული იყოს. ტექნიკური კავშირი ორს შორის, რომლებისთვისაც ბურთთან ურთიერთობა პრობლემას არ წარმოადგენს.

მათ უნიონთან შეხვედრაში რაღაც მონაკვეთები უკვე შემოგვთავაზეს. ლაკაზეტის არყოფნაში ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში რენთან სწორედ მიქაუტაძისა და ბენრაჰმას გაერთიანება უნდა ვიხილოთ, რომელმაც ლიგა 1-ში შესაძლოა ნაპერწკალი შექმნას“.

- წერს olympique-et-lyonnais-ი.

ალჟირელი საიდ ბენრაჰმა 28 წლისაა და ის „ლიონს“ „ვესტ ჰემიდან“ შეუერთდა. ბენრაჰმა ამპლუით მარცხენა გარემარბია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რამდენს ითხოვდა ნაპოლი კვარაცხელიას სანაცვლოდ | პარი სენ-ჟერმენი გამოირიცხა
რამდენს ითხოვდა ნაპოლი კვარაცხელიას სანაცვლოდ | პარი სენ-ჟერმენი გამოირიცხა