გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

„საკუთარი თამაშით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ“ | გოჩოლეიშვილმა დებიუტი შეაფასა

გიორგი გოჩოლეიშვილმა „კოპენჰაგენის“ მაისურით პირველად ითამაშა და კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, დანიურმა კლუბმა „ოსტრავას“ 1:0 მოუგო. მატჩის შემდეგ, ქართველმა უკანახაზელმა საკუთარი დებიუტი შეაფასა და განაცხადა, რომ ნაჩვენები თამაშით ბოლომდე კმაყოფილი არაა.

„ბედნიერი ვარ, რომ კოპენჰაგენის მაისურით სადებიუტო შეხვედრა ჩავატარე და გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თანაგუნდელები მხარში მიდგანან და ჩემს დასახმარებლად დიდ ყურადღებას იჩენენ, რის გამოც მათ უდიდეს მადლობას ვუხდი.

საკუთარი თამაშით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ და რამდენიმე კომპონენტია, რომელთა გამოსწორებაც შეიძლება, თუმცა, მთავარია, რომ თამაშში ვარ და წარმატებულ გზაზე სიარული უნდა გავაგრძელოთ.

კოპენჰაგენის საშინაო სტადიონზე, პარკენზე თამაში ფანტასტიკური შეგრძნება იყო. აქაური გულშემატკივრების ქომაგობაზე ბევრი მსმენია და საოცარი ატმოსფერო შექმნეს, რის გამოც, მადლობა ყველას, ვინც გვერდით გვედგა. განსაკუთრებით დამამახსოვრდა პოზიტიური შეძახილები ტრიბუნების იმ ნაწილიდან, რომელთა წინაც მეორე ტაიმში ვთამაშობდი. ძალიან მაგარი მომენტი იყო“.

ცნობისთვის, გოჩოლეიშვილმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო, მაგრამ თამაშში მე-10 წუთზე, ტრავმირებული როდრიგო უესკასის ნაცვლად ჩაერთო. „კოპენჰაგენისა“ და „ოსტრავას“ საპასუხო შეხვედრა 15 აგვისტოს, ჩეხეთში გაიმართება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რამდენს ითხოვდა ნაპოლი კვარაცხელიას სანაცვლოდ | პარი სენ-ჟერმენი გამოირიცხა
რამდენს ითხოვდა ნაპოლი კვარაცხელიას სანაცვლოდ | პარი სენ-ჟერმენი გამოირიცხა