„ეს რა იყო?“ | ვოლკანოვსკის რეაქცია ილიასთან ნოკაუტით წაგებულ ჩხუბზე
UFC-იმ ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის საჩემპიონო ბრძოლის აქამდე უცნობი კადრები გაავრცელა. ვიდეოში „ელ მატადორის“ ნოკაუტი რამდენიმე რაკურსითაა ნაჩვენები და „ვოლკის“ რეაქციასაც ვხედავთ.
„ჯანდაბა. რა მოხდა? ეს რა იყო?“, - ამბობს სკამზე მჯდომი ვოლკანოვსკი თოფურიასთან წაგებული ჩხუბის შემდეგ. ვიდეოში ილიასა და მისი კუთხის საჩემპიონო რეაქცია და აღნიშვნაც ჩანს.
შეგახსენებთ, რომ თოფურია მომდევნო ბრძოლას UFC 308-ზე გამართავს, რომელსაც აბუ-დაბი უმასპინძლებს. „ელ მატადორი“ მაქს ჰოლოუეის დაუპირისპირდება და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს პირველად დაიცავს. ბუკმეკერები ფავორიტად ქართველ მებრძოლს ასახელებენ.
ჰოლოუეი ყოფილი ჩემპიონი და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია. მან ბოლო ჩხუბი მსუბუქ წონით დივიზიონში გამართა და ჯასტინ გეიჯი დაანოკაუტა, რაც BMF-ის სიმბოლური ქამრის დასაკუთრებაში დაეხმარა.