ფეხბურთელი ტყუილად ჩაიყვანეს - ვალიადოლიდის ჩაშლილი ტრანსფერი
Aa
Aa

ფეხბურთელი ტყუილად ჩაიყვანეს - ვალიადოლიდის ჩაშლილი ტრანსფერი

 

ესპანეთის ლა ლიგაში წელს დაბრუნებული „ვალიადოლიდი“ კურიოზულ ვითარებაში აღმოჩნდა. კლუბი მთელი ზაფხულის განმავლობაში ცდილობდა კვალიფიციური მარცხენა მცველის შეძენას და „ეშტორილიდან“ ტიაგო არაუჟოს დამატებით თითქოს პრობლემა საბოლოოდ მოგვარდა, თუმცა როგორც ჩანს, მთავარი პრობლემები და თავის ტკივილი წინ იყო...

23 წლის მცველი ესპანეთში ჩავიდა, ახალი გუნდის ფორმაში სამახსოვრო ფოტოები გადაიღო, სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტზე ხელმოწერას ათი დღის განმავლობაში ელოდებოდა, მაგრამ უკან, სამშობლოში დაბრუნება მოუწია. ტრანსფერის ოფიციალურმა თანხამ 1.2 მილიონი ევრო შეადგინა, რომელიც ესპანეთის გუნდს „ეშტორილისთვის“ მაშინვე უნდა გადაერიცხა, მაგრამ „ვალიადოლიდმა“ ფულის შეგროვება ვერ შეძლო და საქმეს ვერც კლუბის პრეზიდენტის, ლეგენდარული ბრაზილიელის რონალდოს მცდელობამ უშველა, რომელმაც გარკვეული თანხა საკუთარი ჯიბიდან დაუმატა, თუმცა საჭირო ფინანსები ბოლომდე მაინც ვერ შეგროვდა.

ამ კურიოზულ სიტუაციასთან  დაკავშირებით რონალდომ ოფიციალური კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა როგორც კლუბის წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი უახლოეს მომავალში ერთ მსხვილ კომპანიასთან სასპონსორო ხელშეკრულებას გააფორმებენ და შესაძლოა არაუჟოს ესპანეთში ჩასვლა კიდევ ერთხელ მოუწიოს და ამჯერად მაინც საქმე ბოლომდე მიიყვანოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები