ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

რამდენს ითხოვდა ნაპოლი კვარაცხელიას სანაცვლოდ | პარი სენ-ჟერმენი გამოირიცხა

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენს“ აქტიურად უკავშირებდნენ. იწერებოდა, რომ პარიზულ გრანდს „კვარასა“ და ვიქტორ ოსიმენის გადაბირება უნდოდა და „ნაპოლის“ წინადადებითაც მიმართა.

პსჟ მზად იყო, ქართულ-ნიგერიული დუეტის სანაცვლოდ, 220 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ კატეგორიული უარი მიიღო. RMC Sport-ის ჟურნალისტის, ფაბრის ჰოკინსის ინფორმაციით, „პარტენოპეიმ“ კვარაცხელიას სანაცვლოდ 150 მილიონი მოითხოვა, რის გამოც, ფრანგებს დანებება მოუწიათ.

ჰოკინსი აცხადებს, რომ ამ ზაფხულს, ხვიჩას „პარკ დე პრენსზე“ გადასვლა გამორიცხულია. პარიზული კლუბი სხვა ვარიანტებზე ფიქრობს და ერთ-ერთი ჯეიდონ სანჩო გახლდათ, მაგრამ ინგლისელი შემტევის გაფორმების შანსებიც მკვეთრად შემცირდა.

ცნობისთვის, კვარაცხელიას გაშვებაზე უარი „ნაპოლის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ თქვა. იტალიელი სპეციალისტი „კვარას“ საკუთარი პროექტის ლიდერად მოიაზრებს და მასზე დიდ იმედებს ამყარებს. „პარტენოპეი“ ქართველ ფეხბურთელთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას გეგმავს და სექტემბრის პირველ კვირაში, მის აგენტს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მის ტრანსფერზე წინადადებები მივიღეთ“ | ვალენსიაში მამარდაშვილის მომავალზე ისაუბრეს
„მის ტრანსფერზე წინადადებები მივიღეთ“ | ვალენსიაში მამარდაშვილის მომავალზე ისაუბრეს