სლოვანის ვარიანტი არ გამოვიდა | ნიკა კვეკვესკირი ახალ კლუბს ეძებს
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ნიკა კვეკვესკირი ახალ კლუბს ეძებს. 32 წლის ნახევარმცველი ბოლოს „ლეხის“ რიგებში ასპარეზობდა, მაგრამ პოლონელებთან ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა.
Crystalsport-ის ინფორმაციით, კვეკვესკირს რამდენიმე ვარიანტი აქვს და პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ პოლონეთში დარჩება. ამ მომენტისთვის, კონკრეტული კლუბი უცნობია, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ვითარება უახლოეს პერიოდში შეიცვლება.
საინტერესოა, რომ კვეკვესკირს „სლოვანის“ ვარიანტიც ჰქონდა, მაგრამ მხარეებმა საერთოდ ენა ვერ გამონახეს. ნიკამ „ლეხი“ გუნდის მაისურით ჩატარებული 123 მატჩის შემდეგ დატოვა და მის ანგარიშზე ექვსი გოლი და შვიდი საგოლე გადაცემაა.
ნიკას საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ჩემპიონატებში უთამაშია. 2021 წლის ზამთარში, თავისუფალი აგენტის სტატუსით პოზნანის „ლეხის“ ფეხბურთელი გახდა, 2021-22 წლების სეზონში „ლეხთან'' ერთად პოლონეთის ჩემპიონი გახდა.