გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„მის ტრანსფერზე წინადადებები მივიღეთ“ | ვალენსიაში მამარდაშვილის მომავალზე ისაუბრეს

„ვალენსიას“ სპორტულმა დირექტორმა, მიგელ ანხელ კორონამ პრესკონფერენცია გამართა და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. კორონას თქმით, „ღამურებმა“ გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე წინადადებები მიიღეს, მაგრამ მათზე უარი განაცხადეს.

„სხვა კლუბების მსგავსად, ვალენსიაც ფინანსურ მდგრადობას ეძებს. ჩვენი მიზანი სწორედ ესაა. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, ხავი გერას თაობაზე სამ შეთავაზებაზე ვთქვით უარი. გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე ორი წინადადება მივიღეთ, მაგრამ უარყოფითი პასუხის გაცემა მოგვიწია. თუ ვთვლით, რომ სათანადო შეთავაზება არაა, თანხმობას არ ვამბობთ და ჩვენს გზაზე სიარულს ვაგრძელებთ“.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში, მამარდაშვილს ყველაზე აქტიურად „ლივერპულს“ უკავშირებენ. იწერება, რომ მერსისაიდელები მას ალისონ ბეკერის შემცვლელად მოიაზრებენ და „მამარდას“ ამ ზაფხულს შეიძენენ, თუმცა, ერთი სეზონით, მისი „ვალენსიაში“ დატოვება აქვთ გადაწყვეტილი.

გეტყვით იმასაც, რომ „ღამურების“ პრეზიდენტი, პიტერ ლიმი ქართველი მეკარის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს. სატრანსფერო თანხის გარდა, მოთხოვნები მამარდაშვილსაც აქვს და სურს, კარიერა მაღალი დონის კლუბში გააგრძელოს, სადაც რეგულარული სათამაშო დრო ექნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდა და კიდევ ორი ვალენსიელი - ატლეტიკო ღამურების ხარჯზე ძლიერდება
მამარდა და კიდევ ორი ვალენსიელი - ატლეტიკო ღამურების ხარჯზე ძლიერდება