ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარამ ისევ ვერ ივარჯიშა - ბოლო ინფორმაცია ხვიჩას ჯანმრთელობაზე

იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ცნობილი გამოცემა, Corriere dello Sport-ი წერს, რომ ქართველმა შემტევმა გუშინდელი ვარჯიში არა ტრავმის, არამედ მენეჯმენტის გადაწყვეტილების გამო გამოტოვა.

Corriere ამტკიცებს, რომ ქართველი შემტევი მოსამზადებელი პერიოდის გავლის გამო მცირედით გადაიღალა და ამის გამო, სამწვრთნელო და სამედიცინო შტაბმა მისი მკვეთრად დატვირთვისგან თავის არიდების მიზნით დასვენების შესაძლებლობა მისცა.

დღესვე დაიწერა, რომ კვარაცხელიამ გუნდის დღევანდელ ვარჯიშშიც არ მიიღო მონაწილეობა, რომელშიც კონტეს გადაწყვეტილებით ტესტ მატჩი გაიმართა.

გუშინ, იტალიურ მედიაში იწერებოდა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ გუშინ ბარძაყის კუნთი გაიჭიმა და გუნდთან ერთად ამის გამო ვერ ივარჯიშა.

აქვე გეტყვით, რომ 10 აგვისტოს, „ნაპოლი“ იტალიის თასის მატჩში საკუთარ მოედანზე „მოდენას“ უმასპინძლებს, 18 აგვისტოს კი სერია A-ს პირველ ტურში „ვერონას“ ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარაცხელიას კონტრაქტი | ნაპოლი მზადაა გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას
კვარაცხელიას კონტრაქტი | ნაპოლი მზადაა გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას