გამყრელიძისთვის ოლიმპიადა დასრულებულია | შაპიევი მეოთხედფინალში დამარცხდა
ვლადიმერ გამყრელიძისთვის პარიზის ოლიმპიური თამაშები დასრულდა. 86 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე მერვედფინალში უზბეკეთის წარმომადგენელ ჯავრაილ შაპიევთან 1:5 დამარცხდა.
თავის მხრივ, უზბეკმა მოჭიდავემ ოქროს მედლისთვის ბრძოლა მეოთხედფინალურ ეტაპზე შეწყვიტა. იგი ბულგარეთის წარმომადგენელ მაგომედ რამაზანოვთან 1:4 დამარცხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გამყრელიძე რეპეშაჟში ვეღარ იჭიდავებს და პარიზიდან მედლის გარეშე დაბრუნდება.