საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

საქართველო - ჩეხეთი | ინფორმაცია ბილეთების რეალიზების შესახებ

15 სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები უეფას ერთა ლიგის პირველ ტურში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბილეთების გაყიდვა 15 აგვისტოდან დაიწყება, ღირებულება კი 10, 30 და 50 ლარი იქნება.

ბილეთების რეალიზაცია კვლავ პორტალ TKT.GE-ზე მოხდება და მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება.

შეგახსენებთ, რომ ჩეხეთის გარდა, საქართველოს ნაკრები სექტემბერში კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდი 10 სექტემბერს, სტუმრად ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები