ლაშა გობაძე
Aa
Aa

გობაძის მარცხი რეპეშაჟში - ბერძნულ-რომაულებმა ოლიმპიადა მედლის გარეშე დაასრულეს

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა მედლის გარეშე დაასრულა.

დღეს, ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი 87 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა გობაძეს ჰქონდა, რომელიც რეპეშაჟში დანიის სახელით მოასპარეზე ტურპალ ალი ბისულთანოვს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, უშანსოდ - 6:0 დამარცხდა.

ცნობისთვის, 1996 წლის შემდეგ პირველად მოხდა, როდესაც საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა.

პარიზის ოლიმპიადაზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში სამმა ქართველმა - ლაშა გობაძემ, რამაზ ზოიძემ და რობერტ კობლიაშვილმა იასპარეზეს, თუმცა, სამწუხაროდ, მედლის მოპოვება ვერც ერთმა შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები