მამარდა და კიდევ ორი ვალენსიელი - ატლეტიკო ღამურების ხარჯზე ძლიერდება
გიორგი მამარდაშვილის „ატლეტიკოში“ შესაძლო ტრანსფერის შესახებ ევროპის ჩემპიონატამდეც იწერებოდა, კონტინენტის პირველობის დასრულების შემდეგ კი, სადაც 23 წლის ქართველმა ყველაზე მეტი სეივი შეასრულა, მადრიდული კლუბი კიდევ უფრო გააქტიურდა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაც დაიწყო.
რამდენიმე დღის წინ „ღამურების“ პრეზიდენტს პიტერ ლიმს როხიბლანკოს წარმომადგენლები შეხვდნენ და არამხოლოდ მამარდაშვილის, არამედ კიდევ ორი „ვალენსიელის“, 20 წლის მცველის კრისტიან მოსკერას და 21 წლის ნახევარმცველის ხავი გერას დამატების თაობაზე მიმართეს წინადადებით. „ატლეტიკოს“ სახელფასო ბიუჯეტი ალვარო მორატას, საულ ნიგესისა და სტეფან სავიჩის აბარგებით საგრძნობლად განიტვირთა და ისინი მეკარე იან ობლაკისა და შემტევი ნახევარმცველის ანხელ კორეას გაშვებასაც აპირებენ, რაც გიორგისა და მისი ვალენსიელი თანაგუნდელების გარდა, მათ საშუალებას მისცემთ „ჩელსიდან“ კონორ გალაჰერი, ხოლოდ „მანჩესტერ სიტიდან“ ხულიან ალვარესი დაიმატონ.
საქართველოს ნაკრების მეკარე „ვალენსიას“ 2021 წლის აგვისტოში შეურთდა და გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე გამართულ 100 შეხვედრაში 112 გოლი გაუშვა, საკუთარი კარი კი მშრალად 31 მატჩში შეინახა.