რაფაელ ნადალი, ამერიკის ღია პირველობა
Aa
Aa

ნადალი აშშ-ის ღია პირველობაზე არ ითამაშებს. რას წერს ჩოგბურთელი

რაფაელ ნადალი აშშ-ის წლევანდელ ღია პირველობაზე არ ითამაშებს. ამის შესახებ დიდი სლემის ტურნირების 22-გზის გამარჯვებულმა X-ზე დაწერა.

ესპანელ ჩოგბურთელს თავისი გადაწყვეტილების მიზეზი არ განუმარტავს.

რას წერს ნადალი:

„ამ ადგილთან არაჩვეულებრივი მოგონებები მაკავშირებს. მომენატრება ღამის სესიები ნიუ-იორკში, ეშის კორტზე, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ამჯერად 100%-ით გამოვავლენ ჩემს თავს. მადლობა ჩემს ყველა ამერიკელ გულშემატკივარს, მომენატრებით და სხვა დროს გნახავთ“.

ამასთან, ჩოგბურთელი ამბობს, რომ მისი შემდეგი ტურნირი ბერლინში, ლეივერის თასი იქნება.

38 წლის ნადალს US Open-ი 4-ჯერ აქვს მოგებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტირილი შეწყვიტე“ | უმარ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილს უპასუხა
„ტირილი შეწყვიტე“ | უმარ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილს უპასუხა