ტომ კრეიგი
Aa
Aa

პარიზში კოკაინის შეძენისთვის ავსტრალიელი ჰოკეისტი დააკავეს

ავსტრალიელი ჰოკეისტი, ტომ კრეიგი პარიზის ოლიმპიადის მიმდინარეობისას სკანდალში გაეხვა. ის პარიზის პოლიციამ კოკაინის ყიდვის დროს დააკავა.

მედიის ინფორმაციით, შემთხვევა 6 აგვისტოს მოხდა. სპორტსმენს 1 გრამი ნარკოტიკი აღმოუჩინეს. მასთან ერთად, კიდევ 2 პირი დააკავეს.

კრეიგი მოგვიანებით გაათავისუფლეს. როგორც Daily Telegraph-ი წერს, ის არც დაუჯარიმებიათ და არც სისხლის სამართლის საქმე აღუძრავთ.

გათავისუფლების შემდეგ, სპორტსმენმა მომხდარს მედიასთან „საშინელი შეცდომა“ უწოდა და ბოდიში მოიხადა.

„საშინელი შეცდომა დავუშვი და საკუთარ ქმედებაზე სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას. ყველა უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენე, რის გამოც გულწრფელად ვწუხვარ“, - თქვა ავსტრალიელმა სპორტსმენმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კონტეს ერთი ოცნება აქვს - გიორგი მამარდაშვილი“ - იტალიელი ჟურნალისტი
„კონტეს ერთი ოცნება აქვს - გიორგი მამარდაშვილი“ - იტალიელი ჟურნალისტი