UFC-ის ექსჩემპიონი: ჰოლოუეი-თოფურიას ბრძოლაში მაქსისკენ ვიხრები
UFC-ის ყოფილი ჩემპიონი რობერტ უიტეკერი მიიჩნევს, რომ მაქს ჰოლოუეი ილია თოფურიას დაამარცხებს. ამის შესახებ მან MMArcadePodcast-თან ინტერვიუში განაცხადა.
თუმცა, მისივე თქმით, თოფურიას სათანადოდ არ აფასებენ და მას მეტოქისთვის სიურპრიზის შეთავაზება შეუძლია.
რობერტ უიტეკერი:
„მე ჰოლოუეისკენ ვიხრები, თუმცა მინდა, ვნახო, როგორ აკეთებს თავის საქმეს თოფურია. მისი ოსტატობის დონე ძალიან მაღალია, ილიას სათანადოდ ვერ აფასებენ. თუ საქმე ფავორიტის არჩევაზე მიდგა, ჰოლოუეის ავირჩევ, მაგრამ არც თოფურიას გამარჯვება გამიკვირდება. თოფურიასთან დაკავშირებით პროგნოზებში ერთხელ უკვე შევცდი, როცა ვთქვი, რომ ვოლკანოვსკი ილიას დაამარცხებდა, ასე რომ ყველაფერია მოსალოდნელი“.
????Robert Whittaker believes Ilia Topuria is very underrated but still picks Max Holloway to win their upcoming featherweight title-fight at UFC 308:
— Home of Fight (@Home_of_Fight) August 7, 2024
"His skill level is so high, I think it's super underrated, super underrated right now.
Maybe it's just because of exposure and… pic.twitter.com/4pmduS1QYg
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია მომდევნო ბრძოლას 26 ოქტომბერს, აბუ-დაბიში, UFC 308-ზე გამართავს. მისი მეტოქე BMF-ის სიმბოლური ქამრის მფლობელი, 32 წლის მაქს ჰოლოუეი იქნება.