ლაშა გურული
Aa
Aa

გურულს კუთვნილი მედალი გადაეცა - ქართველი ოლიმპიურ ჩემპიონთან დამარცხდა

გუშინ, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე კრივის ფინალური შეხვედრები გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც დაჯილდოების ოფიციალური ცერემონიალი შედგა.

ბუნებრივია, ქართველებისთვის საინტერესო ლაშა გურულის კვარცხლბეკზე ხილვა იყო. ქართველმა მოკრივემ 2000 წლის სიდნეის ოლიმპიადის შემდეგ, პირველად შეძლო საქართველოს დელეგაციისთვის ოლიმპიური მედლის მოპოვება. ცნობისთვის, სიდნეიში ბრინჯაოს პრიზიორი გიორგი ჭანტურია გახდა.

63 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა გურულს კუთვნილი ბრინჯაოს მედალი გადაეცა და სიმბოლური პრიზებიც მიიღო.

საგულისხმოა, რომ 63 კგ. წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი ის მოკრივე გახდა, რომელთანაც ლაშა გურული ნახევარფინალში დამარცხდა. ფინალში კუბელმა ერისლანდი ალვარესმა მასპინძელი საფრანგეთის წარმომადგენელი, სოფიან ოუმია მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

რაც შეეხება ლაშა გურულის განვლილ გზას, ქართველი მოკრივე განთესილი იყო და ასპარეზობა 1/8 ფინალიდან, აზერბაიჯანელი მალიკ ჰასანოვის დამარცხებით დაიწყო. 1/4 ფინალში გურულმა ყაზახ მუხამედსაბირ ბაზარბაიულის მოუგო, ნახევარფინალი კი უკვე მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონთან დათმო.

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 4 მედალია - 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოისტი ლაშა ბექაური გახდა, ვერცხლის მედლები ასევე ძიუდოისტების, ტატო გრიგალაშვილის და ილია სულამანიძის ანგარიშზეა, ბრინჯაოს მედალს კი ლაშა გურული დასჯერდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტირილი შეწყვიტე“ | უმარ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილს უპასუხა
„ტირილი შეწყვიტე“ | უმარ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილს უპასუხა