კვლავ საბერძნეთში - ლევან შენგელიას ახალი კლუბი ცნობილია
28 წლის ქართველი უნივერსალი ლევან შენგელია კარიერას ბერძნულ „ოფიში“ გააგრძელებს. ინფორმაციას ბერძნული პრესა ადასტურებს.
Gentikoule-ს ცნობით, შენგელია ახალ კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და „ოფის“ წევრი ოფიციალურად უახლოეს 48 საათში გახდება. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ევრო 2004-ის ჩემპიონმა, ლეგენდარულმა ტრაიანოს დელასმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო.
შენგელიასთვის საბერძნეთის სუპერ ლიგა კარგად არის ნაცნობი, რადგან ბოლ 2 სეზონია ქართველი „პანაიტოლიკოსის“ ღირსებას იცავდა.
შენგელიამ საბერძნეთში ჩატარებულ ორ სეზონში 51 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.
შენგელიამ საბერძნეთში პირველ სეზონში 4-4-2-ში მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშა. მეორე წელს კი 3-5-2-ში ფორვარდის უკან შემტევ ნახევარმცველად. საქართველოს ნაკრებში კი როგორც მოგეხსენებათ, 5-3-2-ში მარცხენა ვინგბექის პოზიციაზე თამაშობს და საკმაოდ დამაჯერებლადაც. ეს კი ლევანის უნივერსალობაზე მეტყველებს.
საქართველოს ნაკრებში მისი მონაგარი 17 მატჩი, 1 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.