ქართული დერბი ჩემპიონთა ლიგაზე: კაშიას სლოვანმა დვალის აპოელს მოუგო
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 წრეში ბრატისლავის „სლოვანმა“ კვიპროსის „აპოელს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
შედგა ქართული დერბიც - გურამ კაშია ლაშა დვალის წინააღმდეგ. ორივე მათგანი სასტარტოში იმყოფებოდა და 90 წუთიც ითამაშეს.
მატჩი საგოლე მომენტებით დახუნძლული არ ყოფილა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 74-ე წუთზე გავიდა, როცა პეტროვიჩმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ამ მომენტში დვალს ბარსეღიანისთვის ხელის უკეთ შეშლა შეეძლო და შესაძლოა მომენტიც განმუხტულიყო.
რაც შეეხება კაშიას, მან 84-ე წუთზე ყვითელი მიიღო, თუმცა შეხვედრაში რაიმე უხეში შეცდომა არ დაუშვია და დამაჯერებლად იდგა.
საბოლოოდ, 94-ე წუთზე რობერტ მაკმა საჯარიმოს გარედან ულამაზესი დარტყმით შეხვედრას წერტილი დაუსვა.
განმეორებითი დაპირისპირება კვიპროსში ზუსტად ერთ კვირაში გაიმართება.