კუნთი გაეჭიმა - ხვიჩამ დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა
„ნაპოლიმ“ ახალი სეზონისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში Castel Di Sangro-ში ბოლო ვარჯიში გამართა და ამით, ახალი სეზონისთვის მზადება დაასრულა.
კლუბთან დაახლოებული ნეაპოლური ტელევიზია Calcionapoli24-ი სავარჯიშო პროცესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ დღევანდელი ვარჯიში მცირე დაზიანების გამო ხვიჩა კვარაცხელიამ გამოტოვა.
ტელევიზიის ინფორმაციით, ხვიჩამ მარჯვენა ფეხზე, ბარძაყის კუნთის არეში დისკომფორტი იგრძნო, ანტონიო კონტემ კი ქართველის მდგომარეობით აღარ გარისკა და დასვენების შესაძლებლობა მისცა. სავარაუდოდ, ხვიჩას კუნთი გაეჭიმა.
„ნაპოლი“ 10 აგვისტოს, იტალიის თასზე საკუთარ მოედანზე „მოდენას“ მიიღებს, 18 აგვისტოს კი სტუმრად, „ვერონასთან“ სერია A-ს პირველი ტურის შეხვედრას გამართავს.