ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი
Aa
Aa

კიტეიშვილის გოლი და კარგი მატჩი - შტურმი პსჟ ფრედ დასრულდა

წინასასეზონო მოსამზადებელ შეხვედრაში გრაცის „შტურმმა“ პსჟ-ს უმასპინძლა და ფრედ 2:2 ითამაშა.

სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც ათიანის პოზიციაზე ითამაშა და 43-ე წუთზე გამათანაბრებელი გოლის ავტორიც გახდა.

კიტემ საჯარიმოს გარედან მარჯვენით ძლიერი და ზუსტი დარტყმით გაიტანა და შესვენებაზე გუნდები 2:2-ით გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ „შტურმი“ 0:2-ს აგებდა.

მეორე ტაიმში ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბევრი ცვლილება განახორციელა, როგორც ეს ამხანაგურებში ხშირად ხდება ხოლმე და კიტეიშვილმაც მოედანი დატოვა.

ორივე გუნდის რიგებში ყველაზე მაღალი შეფასება კან-ინ ლის ჰქონდა 7.6. კიტეიშვილს კი მეორე საუკეთესო მაჩვენებელი 7.5 ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ კიტეიშვილი გასულ სეზონში ავსტრიის ჩემპიონი და თასის გამარჯვებული გახდა. ბოლოს კი „კიტე“ ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ოთო და მისი გუნდი ახალ სეზონში სექტემბრიდან ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანალიზი: ახალი კროოსი და ახალი როლები | ანჩელოტი ტაქტიკას ცვლის
ანალიზი: ახალი კროოსი და ახალი როლები | ანჩელოტი ტაქტიკას ცვლის