ბულგარელი ფინალში გავიდა - ლაშა გობაძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
პარიზის ოლიმპიადაზე, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მოასპარეზე ლაშა გობაძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
ქართველი ფალავანი 1/4 ფინალში ბულგარელ სემენ ნოვიკოვთან დამარცხდა, თუმცა, ბულგარელმა სპორტსმენმა ფინალში გასვლა შეძლო, რამაც ლაშა გობაძეს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შესაძლებლობა მისცა.
ქართველი მოჭიდავე ჯერ რეპეშაჟში გამართავს თავის შეხვედრას, გამარჯვების შემთხვევაში კი მესამე ადგილისთვის ბრძოლის უფლებას მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ გობაძემ ასპარეზობა ალჟირელ ბაჩირ სიდ აზარასთან გამარჯვებით დაიწყო და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც სწორედ ბულგარელ სპორტსმენთან დამარცხდა.