გიორგი ასანიძე, შოთა მიშველიძე
Aa
Aa

„ტრავმამ მეტის შესაძლებლობა არ მოგვცა“ - მიშველიძის და ასანიძის კომენტარები

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლას შეუდგა საქართველოს ძალოსანთა ნაკრები. 7 აგვისტოს ოლიმპიურ ფიცარნაგზე პირველი გავიდა მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსანი, ევროპის ორგზის ჩემპიონი, ასევე ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლის მფლობელი შოთა მიშველიძე (61 კგ).

სამწუხაროდ, მიშველიძეს მისთვის მეორე ოლიმპიურ თამაშებამდე რამდენიმე დღით ადრე, მხარზე ძველი ტრავმა გაუმიზეზდა, რამაც მას მედლისთვის ბრძოლის შესაძლებლობა წაართვა. ასე რომ, პარიზულ ფიცარნაგზე მის გამოსვლას მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა.

მიუხედავად ტრავმისა, შოთა მიშველიძემ ატაცისა (121 კგ) და აკვრის (135 კგ) ჯამში 256 კილოგრამი დაძლია და 12 მონაწილეს შორის მე-6 ადგილი დაიკავა.

ასპარეზობის დასრულების შემდეგ, შოთა მიშველიძემ და საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ასანიძემ „კრისტალსპორტთან“ ისაუბრეს.

შოთა მიშველიძე:

გიორგი ასანიძე:

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახელით პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე კიდევ ორი ძალოსანი იასპარეზებს და ფიცარნაგზე ორივეს 10 აგვისტოს ვიხილავთ. მძიმე წონაში, ჩვენი ქვეყნის ღირსებას ირაკლი ჩხეიძე და ლაშა ტალახაძე დაიცავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ატლეტიკო კვლავ საქმეშია - მამარდასთვის ორი კლუბი იბრძოლებს?!
ატლეტიკო კვლავ საქმეშია - მამარდასთვის ორი კლუბი იბრძოლებს?!