შოთა მიშველიძე
Aa
Aa

გმირობის ფასად - მიშველიძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დღეიდან გათამაშებაში ქართველი ძალოსნები ჩაერთნენ. პირველი, რომელმაც საქართველოს სახელით იასპარეზა, 61 კგ. წონით კატეგორიაში შოთა მიშველიძე იყო.

სამწუხაროდ, მიშველიძეს ასპარეზობამდე რამდენიმე დღით ადრე მხრის ტრავმა გაუმიზეზდა, რის გამოც, შეჯიბრში სრული დატვირთვით გამოსვლა ვერ შეძლო. ტრავმის გართულების რისკების მიუხედავად, ქართველი ძალოსანი ოლიმპიურ ფიცარნაგზე მაინც წარსდგა და დიდი ბრძოლა გვაჩვენა, რაც ნამდვილად გმირობის ტოლფასია.

შოთა მიშველიძემ ატაცში 3-დან 2 ცდა გამოიყენა - პირველ ჯერზე 114 კილოგრამი, მეორე მისვლაზე კი 121 კგ. დაძლია და მე-5 ადგილი დაიკავა.

აკვრაში კი ასპარეზობა მე-7 ადგილზე დაასრულა. ამ შემთხვევაშიც, მიშველიძემ 2 ცდა გამოიყენა - 125 კგ. და 135 კილოგრამები. ძალოსანმა ორჭიდის ჯამში 256 კილოგრამი მოაგროვა და საბოლოოდ მე-6 ადგილზე გავიდა.

შეგახსენებთ, რომ 10 აგვისტოს, ოლიმპიურ თამაშებზე ორი ძალოსანი იასპარეზებს - ლაშა ტალახაძე და ირაკლი ჩხეიძე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები