პროვოკაციული სიმღერის გამო - უეფა-მ როდრი და მორატა დასაჯა
როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთმა ევრო 2024 მოიგო. სამშობლოში დაბრუნებულებმა საზეიმო აღლუმი მოაწყვეს, სადაც როდრიმ და ალვარო მორატამ შემდეგი რამ წაიმღერეს:
"ეს ესპანეთია, გიბრალტარი ესპანეთია"
ეს კადრები სპორტულ მედიაში გავრცელდა და გიბრალტარის ფეხბურთის ასოციაციამ უეფა-ში იჩივლა. ისინი აცხადებენ, რომ სიმღერა მათთვის პროვოკაციული და შეურაცხმყოფელი იყო.
სადისციპლინო კომიტეტმა მომხდარი განიხილა. როდრი და მორატა კიდე 1-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯნენ. ორივე ფეხბურთელი 5 სექტემბერს ერთა ლიგაზე სერბეთის წინააღმდეგ მატჩს გამოტოვებს.
შეგახსენებთ, რომ ფურია როხამ ევრო 2024-ზე 7-დან შვიდივე მატჩი მოიგო. დე ლა ფუენტეს ნაკრებმა ისეთი გამორჩეული ნაკრებები დაამარცხა, როგორებიც იტალია, ხორვატია, გერმანია, საფრანგეთი და ინგლისი არიან.
ესპანეთმა ფინალში ინგლისი ნიკო უილიამსისა და მიკელ ოიარსაბალის გოლებით დაამარცხა.