ფიორენტინა, დავიდ დე ხეა
Aa
Aa

ფიორენტინა დე ხეასთან მოლაპარაკებებს მართავს

დავიდ დე ხეას სერია A-ში კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა. „ჯენოას“ შემდეგ, რომელმაც საბოლოოდ არჩევანი პიერლუიჯი გოლინის სასარგებლოდ გააკეთა, ესპანელი მეკარის დამატების სურვილი „ფიორენტინამ“ გამოთქვა.

„იების“ მთავარმა მწვრთნელმა, რაფაელე პალადინომ კლუბის ხელმძღვანელობას სთხოვა, მოეძებნათ გამოცდილი მეკარე, რათა მან ჩაანაცვლოს პიეტრო ტერაჩიანო, რომელიც, თავის მხრივ, „მონცასთან“ მართავს მოლაპარაკებებს.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მეკარე უკვე ერთ წელზე მეტია, უგუნდოდაა. მისი ფიზიკური კონდიციები „ფიორენტინასთვის“ მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს, თუმცა ფლორენციაში დე ხეას დამატებას მაინც განიხილავენ.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, 33 წლის დე ხეა, რომელმაც „იუნაიტედი“ 2023 წლის ზაფხულში დატოვა, „ფიორენტინაში“ გადასასვლელად მზადაა, ხელფასის სახით კი წელიწადში 2 მილიონ ევროს ითხოვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Marca: ალვარესის სანაცვლოდ მიღებული ფული სიტიმ შესაძლოა კვარაზე დახარჯოს
Marca: ალვარესის სანაცვლოდ მიღებული ფული სიტიმ შესაძლოა კვარაზე დახარჯოს