მარცხი მერვედფინალში | რამაზ ზოიძე ოლიმპიადას გამოეთიშა
რამაზ ზოიძისთვის პარიზის ოლიმპიური თამაშები დასრულდა. 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მერვედფინალში ამანტურ ისმაილოვს დაუპირისპირდა და 1:12 დამარცხდა.
ყირგიზმა ფალავანმა ოქროს მედლისთვის ბრძოლა მეოთხედფინალში შეწყვიტა. იგი უკრაინელ პარვიზ ნასიბოვს დაუპირისპირდა და 6:7 წააგო, რაც ნიშნავს, რომ ზოიძემ ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი დაკარგა და ოლიმპიადას გამოეთიშა.
დღეს, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის, ხალიჩაზე კიდევ ერთი ქართველი ფალავანი ვიხილეთ. ლაშა გობაძემ მერვედფინალში ბაჩერ სიდ აზარა დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ბულგარელ ნოვიკოვს დაუპირისპირდა.