გიორგი მიქაუტაძე, პიერ საჟი
Aa
Aa

საჟი: მიქაუტაძეს მოწინააღმდეგისთვის ბევრი გაურკვევლობას მოაქვს

„ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა, პიერ საჟმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ფრანგმა სპეციალისტმა გიორგი მიქაუტაძეზეც ისაუბრა.

საჟის თქმით, ქართველი თავდამსხმელი უკვე ლიონში ჩასვლამდე ინტეგრირდა, რადგან ის კარგად იცნობს ქალაქს, მოთამაშეებს, რის გამოც კლუბმა ბევრი დრო დაზოგა.

რა თქვა საჟიმ:

„რაც შეეხება თამაშებს, რომლებსაც ის ჩვენ მოგვიტანს - მას აქვს მეტოქის კარისადმი ზურგით და ასევე სიღრმიდან თამაშის უნარი. ასე რომ, მას მოწინააღმდეგისთვის ბევრი გაურკვევლობას მოაქვს. ჩვენთვის ეს ძალიან პოზიტიურია და რაც საინტერესოა მასთან დაკავშირებით, არის იმის დანახვა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ის მათ შორის სხვა პოზიციებზეც, რათა მოულოდნელი ასოციაციები შეიქმნას“.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ ლიონში უკვე მეორედ ითამაშა, თუმცა ჯერჯერობით არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა შეუსრულებია.

შემდეგ მატჩს ფრანგული კლუბი ემირატების თასზე „არსენალის“ წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება 11 აგვისტოს გაიმართება და ის თბილისის დროით, 17:00-დან დაიწყება.

ქართველი ფეხბურთელი „ლიონის“ აკადემიის აღზრდილია. მშობლიურ კლუბში ის მიმდინარე წლის ზაფხულში, „მეციდან“ 18,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეცვლის თუ არა დეშამს ანრი - FFF-ის ხელმძღვანელის კომენტარი
შეცვლის თუ არა დეშამს ანრი - FFF-ის ხელმძღვანელის კომენტარი