ჯოკოვიჩი: “2028 წლის ოლიმპიადაზე მსურს თამაში“
ნოვაკ ჯოკოვიჩმა პარიზის ოლიმპიადა მოიგო და დაესაკუთრა ტიტულს, რომელიც აქამდე არ ჰქონდა.
კარლოს ალკარასის და მატჩისშემდგომი პრესკონფერენციის შემდეგ, დღეს სერბი სუპერვარსკვლავი ჟურნალისტების წინაშე პირველად წარსდგა და საინტერესო განცხადება გააკეთა.
რა თქვა ჯოკოვიჩმა?
„2012 წელს, როდესაც ოლიმპიადის გახსნის დროს, ჩემი ქვეყნის დროშა მეჭირა ხელში, ვფიქრობდი, რომ ეს საუკეთესო გრძნობა იყო. ახლა კი 37 წლის ასაკში, 21 წლის ჩოგბურთელი დავამარცხე, რომელმაც როლან გაროსი და უიმბლდონი ზედიზედ მოიგო. ეს ალბათ ჩემი კარიერის საუკეთესო მიღწევაა.
მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიური ჩემპიონი გავხდი, ლოს-ანჯელესის ოლიმპიადაზე თამაში მაინც მინდა. სიამოვნებით წარვადგენდი კვლავ ჩემს ქვეყანას ოლიმპიადაზეც და დევისის თასზეც.“
შეგახსენებთ, რომ 2028 წლის ოლიმპიადაზე ნოვაკ ჯოკოვიჩი უკვე 41 წლის იქნება. ასევე გეტყვით, რომ ნოვაკმა კარიერაში 4 ოლიმპიადაზე იასპარეზა, თუმცა პარიზამდე მას ოქროს მედალი მოგებული არ ჰქონდა.