მანჩესტერ იუნაიტედი, ლენი იორო
Aa
Aa

ლენი იორო: “ეს ისეთი დასაწყისი არ არის, როგორიც მინდოდა“

როგორც მოგეხსენებათ, მანჩესტერ იუნაიტედის ახალწვეულმა ლენი იორომ არსენალთან ამხანაგური მატჩის დროს კუნთის ტრავმა მიიღო, რის გამოც ოპერაცია დასჭირდა.

სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ფრანგი უკანახაზელი მოედანს 3 თვის შემდეგ დაუბრუნდება.

ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ, ლენი იორომ ტვიტერის საკუთარ გვერდზე ემოციური მიმართვა გააკეთა.

რას წერს იორო?

„ეს ისეთი დასაწყისი არ არის, როგორიც მინდოდა, მაგრამ ეს ფეხბურთია. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. დიდი მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის. ახლა მოთმინების და რეაბილიტაციის დროა. მალე შევხვდებით და უფრო ძლიერი დავბრუნდები.“

შეგახსენებთ, რომ 18 წლის ტალანტისთვის მანჩესტერ იუნაიტედს კონკურენციას მადრიდის რეალი უწევდა. სამეფო კლუბს იოროს გადაბირება მომავალ წელს სურდა, როცა მას ლილთან კონტრაქტი ამოეწურებოდა.

ფრანგულმა გუნდმა ლენის უფასოდ გაშვება არ ისურვა და ყველაფერი გააკეთა, რომ მანჩესტერ იუნაიტედს ეყიდა. საბოლოოდ ყველაფერი ასეც დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დამაკმაყოფილებელი წინადადება ჯერ არ ყოფილა | რას წერს AS-ი მამარდას შესაძლო ტრანსფერზე
დამაკმაყოფილებელი წინადადება ჯერ არ ყოფილა | რას წერს AS-ი მამარდას შესაძლო ტრანსფერზე