ლაიპციგის ტურნირი - ეკო გორგოძე ვეჩიჩს დაუპირისპირდება
ლაიპციგში ITF-ის ეგიდით თიხის საფარზე ტურნირი იმართება, სადაც მონაწილეობას ეკო გორგოძე იღებს.
ქართველი ჩოგბურთელი 1/16 ფინალში ალექსანდრა ვეჩიჩს დაუპირისპირდება, რომელიც WTA-ს რეიტინგში 597-ე ადგილს იკავებს, ეკო კი 403-ე ნომერია.
ცნობისთვის, ქართველმა ჩოგბურთელმა უკანასკნელად ასევე გერმანიაში ითამაშა და მერვედფინალში ნოჰა აკუგისთან დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მაისში გორგოძემ უკრაინელ პარტნიორთან ერთად სლოვენიაში გამართული ტურნირი მოიგო.
ეკო გორგოძისა და ალექსანდრა ვეჩიჩის დაპირისპირება 7 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 18:00-დან დაიწყება.