„ვის ვეჩხუბო მერაბის დანოკაუტების შემდეგ“ | ომალის 4 ვარიანტი აქვს
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, შონ ომალი დარწმუნებულია, რომ მერაბ დვალიშვილს დაამარცხებს. „შუგამ“ X-ის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს შორის გამოკითხვა ჩაატარა.
„უბრალოდ გასართობად. მერაბის დანოკაუტების შემდეგ, ვისთან გინდათ, რომ ვიჩხუბო? უმნარი (უმარ ნურმაგომედოვი), ფიგი (დეივისონ ფიგერედო), მაქსი (მაქს ჰოლოუეი) თუ ილია (ილია თოფურია).
Just for fun. After I KO Merab who would you guys wana see next.
— Sean O'Malley (@SugaSeanMMA) August 6, 2024
გამოკითხვა დღეს საღამოს სრულდება და ამ მომენტისთვის, ყველაზე მეტი ხმა უმარ ნურმაგომედოვს აქვს მიღებული. „ელ მატადორი“ მეორე გახლავთ, ჰოლოუეი მესამეზეა, ხოლო „შუგას“ ქომაგებს ყველაზე ნაკლებად მისი და ფიგერედოს დაპირისპირების ხილვა სურთ.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და ომალის ბრძოლა ოფიციალურად ჩაინიშნა და მას ლას-ვეგასში მდებარე „სფეროში“, 14 სექტემბერს (თბილისის დროით, 15 სექტემბერს) ვიხილავთ.