ყველაზე მეტი ქულა ოლიმპიადაზე - კევინ დურანტმა ისტორია დაწერა
ოლიმპიადის ¼ ფინალში ამერიკის შეერთებული შტატების საკალათბურთო ნაკრებმა ბრაზილიას გადაუარა და 35-ქულიანი უპირატესობით დაამარცხა.
კარგი მატჩი ჰქონდა კევინ დურანტს, რომელმაც 11 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ეს შედეგი კი მისთვის ისტორიული აღმოჩნდა.
35 წლის სუპერვარსკვლავი ამერიკის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი კალათბურთელია. იგულისხმება, როგორც მამაკაცი, ასევე ქალი კალათბურთელები.
ფინიქსის წარმომადგენელმა ოლიმპიურ თამაშებზე ჯამში 494 ქულა დააგროვა. აქამდე ეს რეკორდი ამერიკის ქალთა ნაკრების კალათბურთელს ლიზა ლესლის ეკუთვნოდა(488 ქულა).
When you become your country’s all-time leading scorer in the Olympics, of course you keep the game ball.
— USA Basketball (@usabasketball) August 6, 2024
Salute, KD ???? pic.twitter.com/YIQMSkpjXf
ცნობისთვის, კევინ დურანტს იდეალური შანსი აქვს, რომ ამერიკული კალათბურთის ისტორიაში გახდეს მოთამაშე, რომელსაც ყველაზე მეტი ოლიმპიური ოქროს მედალი აქვს მოპოვებული.
კევინმა 2012, 2016 და 2021 წლებში ოქროს მედლები მოიპოვა და თუ პარიზში იმავეს იზამს, მას ისტორიაში საუკეთესო შედეგი ექნება.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი ოლიმპიური მედალი კარმელო ენტონის აქვს, თუმცა 4-დან ერთი ბრინჯაოსი გახლავთ და დურანტმა სწორედ ეს შედეგი უნდა გააუმჯობესოს.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ოლიმპიადის ნახევარფინალში სერბეთს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 8 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.