გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ლიონის სპორტული დირექტორი: ამაყი ვარ, რომ მიქაუტაძის ტრანსფერი შედგა, ეს არ იყო მარტივი

„ლიონის“ სპორტულმა დირექტორმა, დავიდ ფრიიომ გამოცემა Olympique-et-Lyonnais-თან კლუბის მიერ განხორციელებულ ტრანსფერებზე ისაუბრა და მათ შორის საქართველოს ნაკრების ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი შეაფასა.

დავიდ ფრიიო:

„მიქაუტაძეს დიდი ხანი ვაკვირდებოდით. ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს, კლუბში ჩემს მოსვლამდე, „ლიონი“ მუშაობდა ამ მიმართულებით. ასე რომ, საჭირო იყო სწორად გვემოქმედა. ამაყი ვარ, რომ ეს ტრანსფერი შედგა, იმიტომ რომ ეს არ იყო მარტივი. საჯაროდ ითქვა, რომ ის სხვა კლუბში გადადიოდა, ჩვენ კი ამ ტრენდის შეცვლა შევძელით. რა თქმა უნდა, თავისი როლი ითამაშა იმანაც, რომ მიქაუტაძე ამ რეგიონიდანაა“.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე „ლიონის“ აკადემიის აღზრდილია. მშობლიურ კლუბში ის მიმდინარე წლის ზაფხულში, „მეციდან“ 18,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქართველი ერთადერთია ასი ათასში, ის მაიაკოვსკია“ - იტალიური გამოცემა
„ქართველი ერთადერთია ასი ათასში, ის მაიაკოვსკია“ - იტალიური გამოცემა