ფლიკი: “ბარსელონა მეტ ნახევარმცველს აღარ იყიდის“
ბარსელონამ მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. ბლაუგრანა მილანს დაუპირისპირდა. ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა და პენალტების სერიაში როსონერიმ გაიმარჯვა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებმა ჰანსი ფლიკს ტრანსფერებთან დაკავშირებით ჰკითხეს, რაზეც გერმანელმა სპეციალისტმა უპასუხა:
ფლიკი:
„ბარსელონა მეტ ნახევარმცველს აღარ იყიდის. ჩვენ რამდენიმე მაღალი დონის ნახევარმცველი გვყავს. ზოგიერთი ტრავმირებულია, თუმცა ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან. ვფიქრობ, ამ პოზიციაზე კარგად ვართ დაკომპლექტებული.“
შეგახსენებთ, რომ მომავალი სეზონიდან დანი ოლმო ბარსელონას რიგებში ითამაშებს. ბლაუგრანას ესპანელი ნახევარმცველი 55 მილიონი ევრო დაუჯდა.
ჰანსი ფლიკი ინტერვიუში ფრენკი დე იონგს გულისხმობდა, რომელსაც დიდი ხანია ტრავმა აქვს და ამის გამო ევროპის ჩემპიონატიც გამოტოვა. იწერებოდა, რომ ბარსა მას ტრანსფერზე დააყენებდა, თუმცა, როგორც ჩანს დე იონგის გაყიდვა არ იგეგმება.
ასევე შეგახსენებთ, კატალონიური გრანდი ნიკო უილიამსის გადაბირებას ცდილობდა, თუმცა ახალგაზრდა ტალანტმა ბილბაოს ატლეტიკში დარჩენა გადაწყვიტა.
???????? Hansi Flick suggests Barça will not sign new midfielder: “We have several quality players in midfield, some of them are injured now but they will be back…”.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 7, 2024
“I think we are well covered in that position”. pic.twitter.com/DjrDaVxqfm