ტომას მიულერი
Aa
Aa

ტომას მიულერის ცხენმა ოლიმპიური ოქრო მოიგო

ტომას მიულერის ცხენმა ოლიმპიური ოქრო მოიგო - გერმანელი ფეხბურთელის კუთვნილმა ცხენმა, ჩეკერმა ცხენოსან, კრისტიან კუკუკთან ერთად პირადი კონკურის დისციპლინაში გაიმარჯვა.

კრისტიან კუკუკი: 

„ჩეკერის მფლობელებმა, მადლენ ვინტერ-შულცემ და ტომას მიულერმა ამ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. მათ მომცეს გარანტია, რომ ცხენი არ გაიყიდება. უზომოდ მადლიერი ვარ ამისთვის და მოხარული ვარ, რომ დღეს მათი ნდობა გავამართლე“.

წესების თანახმად, ოლიმპიურ ჩემპიონად ცხენოსანთან ერთად ცხენიც ითვლება. ოლიმპიადის ლიცენზიისთვის სწორედ ცხენისა და ცხენოსნის წყვილი იბრძვის და ერთ-ერთის ტრავმის შემთხვევაში შეჯიბრს მეორეც ტოვებს.

ცხენოსნობისადმი ტომას მიულერის სიყვარულის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა. 2010-იანი წლებიდან მიულერსა და მის მეუღლე ლიზას საკუთარი საჯინიბო აქვთ, რომელსაც მთელ თავისუფალ დროს უთმობენ და დროთა განმავლობაში მათი ჰობი ბიზნესად იქცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფანტასტიკა - 41 წლის ლეგენდამ ოლიმპიადა მეხუთედ მოიგო
ფანტასტიკა - 41 წლის ლეგენდამ ოლიმპიადა მეხუთედ მოიგო