იმანე ხელიფი
Aa
Aa

ალჟირელი მოკრივე იმანე ხელიფი ოლიმპიადის ფინალში გავიდა

საშუალო წონით კატეგორიაში მოასპარეზე ალჟირელი მოკრივე, რომელიც გენდერულ სკანდალში გაეხვა, პარიზის ოლიმპიადის ფინალში გავიდა. იმანე ხელიფმა ტაილანდელი ჯანჯაემ სუვანაპენგი დაამარცხა. 

ფინალში, რომელიც 9 აგვისტოს გაიმართება, ხელიფი ფინალში ჩინელ იან ლიუს დაუპირისპირდება.

ალჟირელი სპორტსმენი პარიზის ოლიმპიადის 1/8-ფინალში, იტალიელ ანჯელა კარინის შეხვდა, ამ უკანასკნელმა კი 45 წამის შემდეგ, ბრძოლაზე უარი განაცხადა.

იტალიელი მოკრივის თქმით, ის საშინელ ტკივილს გრძნობდა, რის გამოც ბრძოლის გაგრძელება აღარ სურდა.

იმანე ხელიფი ქალია, თუმცა მას სვაიერის სინდრომი აქვს. ამ სინდრომის მქონეები ბიოლოგიურად (გენიტალიებით და სასქესო ორგანოებით) ქალები არიან, მაგრამ XY ქრომოსომა აქვთ და ჰორმონებიც კაცის აქვთ (ქალები XX ქრომოსომებს ატარებენ).

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„როცა სეხუდო განოკდაუნებს, ომალის ერთი დარტყმაც საკმარისია“ | ჩიტო ვერა მერაბზე
„როცა სეხუდო განოკდაუნებს, ომალის ერთი დარტყმაც საკმარისია“ | ჩიტო ვერა მერაბზე