ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე
Aa
Aa

კვარაცხელიას კონტრაქტი | ნაპოლი მზადაა გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას

Gazzetta dello Sport-ის დღევანდელი ნომრის ერთ-ერთი მთავარი თემა ხვიჩა კვარაცხელიას ხელშეკრულება გახლავთ. იტალიური გამოცემა უახლეს ცნობებს გვაწვდის და წერს, რომ „ნაპოლი“ გადამწყვეტი ნაბიჯების გადასადგმელად ემზადება.

Gazzetta dello Sport-ი რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს და აცხადებს, რომ „პარტენოპეის“ ხელმძღვანელები და „კვარას“ წარმომადგენლები კონტრაქტის გახანგრძლივებაზე სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ დაილაპარაკებენ. სავარაუდოდ, ეს სექტემბრის პირველ კვირაში მოხდება და ისინი ხელფასთან დაკავშირებულ დეტალებს ყურადღებით განიხილავენ.

„ნაპოლის“ შეთავაზება 5.5 მილიონი ევროს ოდენობის ანაზღაურებაა, რასაც ბონუსები დაემატება. ქართველი ფეხბურთელის წარმომადგენლებმა დაახლოებით 8 მილიონი მოითხოვეს და როგორც Gazzetta dello Sport-ი აცხადებს, სავარაუდოდ, ორივე მხარე დათმობაზე წავა.

იტალიური გაზეთი დასძენს, რომ ახალ მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტესა და „კვარას“ შორის იდეალური ურთიერთგაგებაა და ხვიჩას საკითხი უახლოეს პერიოდში დაიხურება. არის მაღალი ალბათობა, რომ კვარაცხელიას ახალ კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტი ჩაიდოს.

ცნობისთვის, „ნაპოლისთვის“ 2024/25 წლების სეზონის 10 აგვისტოს იწყება, როცა „პარტენოპეი“ იტალიის თასისთვის ბრძოლაში ჩაებმება და თბილისის დროით, 23:15-ზე, „მოდენას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლიდან ვეღარ წავა? - ოსიმენი ლუის ენრიკეს არ უნდა
ნაპოლიდან ვეღარ წავა? - ოსიმენი ლუის ენრიკეს არ უნდა