ნაპოლიდან ვეღარ წავა? - ოსიმენი ლუის ენრიკეს არ უნდა
ვიქტორ ოსიმენის საგა გრძელდება. ნიგერიელი თავდამსხმელი ნაპოლის ვერ ტოვებს, რადგან მისი ყიდვა არავის სურს.
ევროპული გუნდებიდან ერთადერთი ვარიანტი პარი სენ ჟერმენი იყო, მაგრამ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ვიგებთ, რომ შესაძლოა ნიგერიელი ვერც საფრანგეთის დედაქალაქში გადაბარგდეს.
Sports Zone-ის ინფორმაციით, ლუის კამპოსსა და ვიქტორ ოსიმენის აგენტს შორის შეთანხმება მიმდინარე წლის ზაფხულის დასაწყისში მოხდა. ამის შემდეგ, სპორტული დირექტორი ლუის ენრიკეს შეხვდა, რომელმაც სხვა ვარიანტებზე ნდობა გადაწყვიტა. ასევე, ჟორჟე მენდეშს სურს, რომ პარი სენ ჟერმენი გონსალუ რამუშს ენდოს.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა 25 წლის თავდამსხმელი პარიზულ გიგანტში ვერ გადაბარგდეს. აღსანიშნავია, რომ დიდად სურვილს არც ფეხბურთელი გამოთქვამდა, მაგრამ ბოლო ინფორმაციით მას სხვა გზა აღარ ჰქონდა, რადგან მისთვის ნანატრი პრემიერ ლიგიდან შეთავაზება არ აქვს.
ამის პარალელურად კი ნაპოლიმ პოლიტიკა შეცვალა და ოსიმენის გაყიდვას აღარ ელოდება. პარტენოპეი რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზე მუშაობს, რომელიც ანტონიო კონტეს პრიორიტეტია.
ახლა ვიქტორისთვის ერთადერთი ვარიანტი საუდის არაბეთში გადაბარგებაა, თუმცა ის ამის კატეგორიული წინააღმდეგია.
⚡️ FLASH ZONE ⚽️
— SPORTS ZONE (@SportsZone__) August 6, 2024
Le Paris Saint-Germain (Luis Campos), Victor Osimhen & son agent ont trouvé un accord tôt cet été ! ????????????????????
Depuis, Campos fait face à l'intransigeance de Luis Enrique qui préfère d'autres pistes.
Jorge Mendes veut aussi que le PSG fasse confiance à Ramos. https://t.co/91kZt5mzi4 pic.twitter.com/B2xPT8tOil