35-ქულიანი სხვაობა - აშშ-მ ბრაზილია გაანადგურა და ნახევარფინალშია
პარიზის ოლიმპიადაზე, კალათბურთის მეოთხედფინალში ბრაზილიის ნაკრები აშშ-სთან 35-ქულიანი სხვაობით დამარცხდა - 87:122. პირველი პერიოდი ბრაზილიამ 21:33 დათმო, მეორე პერიოდი - 15:30, მესამე პერიოდი 35:31 მოიგო, თუმცა მეოთხე პერიოდი კვლავ აშშ-ს გამარჯვებით დასრულდა - 16:28. ამ გამარჯვებით სტივ კერის გუნდი ნახევარფინალში გავიდა, სადაც სერბეთს შეხვდება.
ყველაზე მეტი ქულა ბრაზილიელმა ბრუნო კაბოკლომ ჩააგდო, მის ატქივში 30 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასია. ბრაზილიელთაგან კობოკლოს შემდეგ გუნდს ყველაზე მეტი ქულით დე პაულა დაეხმარა - 15.
რაც შეეხება აშშ-ს, გამარჯვებულთაგან ყველაზე მეტი ქულა დევინ ბუკერისა (18 ქულა) და ენტონი ედვარდსის (17) ანგარიშზეა. მათ ემბიდი მოჰყვება 14 ქულით.
ლებრონ ჯეიმსი ორმაგ დუბლთან ახლოს იყო, 12 ქულა ჩააგდო, 3 მოხსნა და 9 პასით შეასრულა.
ამ გამარჯვებით სტივ კერის გაწვრთნილი გუნდი ნახევარფინალში გავიდა, სადაც სერბეთს შეხვდება. სერბეთმა მეოთხედფინალში ავსტრალიას 95:90 მოუგო. რაც შეეხება მეორე ნახევარფინალურ წყვილს, საფრანგეთი გერმანიას დაუპირისპირდება. ¼-ფინალში გერმანიამ საბერძნეთს 76:63 სძლია, საფრანგეთმა კანადას - 82:-73. ორივე ნახევარფინალური შეხვედრა 8 აგვისტოს გაიმართება.