ფანტასტიკა - 41 წლის ლეგენდამ ოლიმპიადა მეხუთედ მოიგო
ლეგენდარულმა მოჭიდავემ, 41 წლის მიხაინ ლოპეს ნუნიესმა ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მეხუთედ მოიპოვა, რაც საოცარი შედეგია.
კუბელმა, რომელიც ბერძნულ-რომაულ სტილში გამოდის, ფინალში ჩილელი იასმანი აკოსტა ფერნანდესი 6:0 გაანადგურა. რაც შეეხება ფინალამდე განვლილ გზას, 1/8-ფინალში სამხრეთკორეელი სეუნგჩან ლი დაამარცხა (7:0), ¼-ფინალში - ირანელი ამირ მირზაზადე (3:1), ½-ფინალში - აზერბაიჯანელი საბა სალეჰ შარიათი (4:1).
მიხაინ ლოპესმა ოქროს მედლები პეკინის (2008), ლონდონის (2012), რიოს (2016), ტოკიოსა (2020) და პარიზის (2024) ოლიმპიადებზე მოიპოვა.
შეგახსენებთ, საქართველოს სახელით პარიზის ოლიმპიადაზე ბერძნულ-რომაულ სტილში რობერტ კობლიაშვილი გამოვიდა, პირველივე შეხვედრა დათმო და ოლიმპიადას დაემშვიდობა. რამაზ ზოიძე (-67 კგ) და ლაშა გობაძე (-87 კგ) ოლიმპიადაზე 7 აგვისტოს გამოვლენ.