ჯერ კიდევ უცნობია ალაბას დაბრუნების თარიღი - MARCA უახლეს ცნობებს ავრცელებს
2023 წლის დეკემბერში მიღებული ტრავმის შემდეგ, დავიდ ალაბა რეალის საწვრთნელ ბაზას ვალდებებასს დაუბრუნდა, თუმცა არ უვარჯიშია. ავსტრიელი უკანახაზელი ინდივიდუალურ სარეაბილიტაციო კურსს გადის.
მომავალ კვირას ზუსტად 8 თვე გავა ალაბას ტრავმიდან და ჯერჯერობით მისი დაბრუნების თარიღი კვლავ უცნობია. დავიდმა ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. მსგავსი დაზიანება ტიბო კურტუამ და ედერ მილიტაომაც მიიღეს, მაგრამ მათი რეაბილიტაციის პროცესი დაგეგმილ ვადებში დაბრუნდა.
MARCA-ს ინფორმაციით, აბსოლუტურად ვერავინ აკონკრეტებს ავსტრიელის დაბრუნების თარიღს. მხოლოდ ერთი რამ არის ნათელი. მადრიდის რეალი არ გარისკავს და ალაბას იქამდე არ ათამაშებს, სანამ 100%-ით მზად არ იქნება. წყაროს ცნობით, მაღალი ალბათობით ალაბას 2024 წელს დაბრუნება გაუჭირდება.
ეს სიტუაცია კარლო ანჩელოტის აწუხებს. მიუხედავად ამისა, იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მადრიდის რეალი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს მეტ ფეხბურთელს აღარ დაიმატებს.
ამის პარალელურად კი სპორტულ მედიაში ემერიკ ლაპორტის ტრანსფერზე დაიწერა. ესპანელ ფეხბურთელს ევროპაში სურს დაბრუნება და ალ ნასრისთან კონტრაქტის გაწყვეტაზე ფიქრობს.
ესპანური მედიის ინფორმაციით, სამეფო კლუბი ლაპორტის სანაცვლოდ მიზერულ თანხას გადაიხდის, თუმცა არა 10 მილიონზე მეტს.