რომანომ დაადასტურა - ალვარესი ატლეტიკოში ითამაშებს
ბოლო დღეებში აქტიურად იწერებოდა, რომ ხულიან ალვარესი მადრიდის ატლეტიკოში გადავიდა.
სულ ცოტა ხნის წინ, ეს ინფორმაცია გავლენიანმა სატრანსფერო ექსპერტმა ფაბრიციო რომანომ დაადასტურა.
მისი თქმით, მხარეებს შორის ყველანაირი შეთანხმება შედგა. როხიბლანკოს არგენტინელი თავდამსხმელი 75 მილიონი ევრო დაუჯდა და ეს თანხა ბონუსების დამატებით 95 მილიონამდე ავა. დღეს, ალვარესი საკუთარ აგენტს ესაუბრა და ატლეტიკოს 5-წლიან კონტრაქტს დათანხმდა.
????????⚪️ Julián Álvarez to Atlético Madrid, here we go! Deal in place for €75m fixed fee plus €20m add-ons.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 6, 2024
Julián has ACCEPTED the proposal for five year deal after talks with agent Hidalgo today.
Man City signed Julián for £14m and he’s now record sale for €95m package. pic.twitter.com/HwawVTyTrh
მანჩესტერ სიტიმ არგენტინელის გაყიდვით დიდი მოგება ნახა. ქალაქელებმა 24 წლის თავდამსხმელი 2022 წელს 14 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინეს და 95-ად გაყიდეს. სულ მალე ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება.
ამ პერიოდის განმავლობაში ხულიანმა მანჩესტერ სიტის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 103-ჯერ მოირგო, 36 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ დიეგო სიმეონეს გუნდი ლონდონის ჩელსიდან კონორ გალაჰერის დამატებასაც ცდილობს და შეტევას მნიშვნელოვნად აძლიერებს. ატლეტიკომ ასევე ლე ნორმანიც გაიფორმა და დაცვის ხაზზე იზრუნა.