ნაპოლი, ბენფიკა, დავიდ ნერესი
Aa
Aa

ბენფიკამ ნერეშის ფასი დაასახელა - ჯერი ახლა ნაპოლიზეა

ანტონიო კონტე ნაპოლიში დანიშვნის შემდეგ აქტიურად ცდილობს დაცვის ხაზის გაძლიერებას, თუმცა, როგორც ჩანს იტალიელმა სპეციალისტმა შეტევისთვისაც მოიცალა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, პარტენოპეი დავიდ ნერეშის ტრანსფერზე მუშაობს. წყაროს ცნობით, ბენფიკა საკუთარ ფეხბურთელს 25 მილიონ ევროდ აფასებს. თავად ნერეში ნაპოლიში გადასვლაზე თანახმაა. ახლა საჭიროა, რომ იტალიურმა გუნდმა საჭირო ფინანსები მოიძიოს.

როგორც CalcioNapoli24 იუწყება, ნიდერლანდელს მხოლოდ ნაპოლიში თამაში სურს, თუმცა მის გადაბირებას პსვ-ც ცდილობს. ასევე გეტყვით, იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იუწყება, რომ დავიდის ყიდვის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგება, რაც რომელუ ლუკაკუს ტრანსფერი განხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის გარემარბმა სახელი ამსტერდამის აიაქსში თამაშით გაითქვა. ნერეში ნიდერლანდურ კლუბში ბურთს 2017/2022 წლებში თამაშობდა. პორტუგალიურ გუნდს 2022 წელს შეუერთდა.

2022 წლიდან დღემდე, ნერეშმა ბენფიკას მაისური ყველა ტურნირზე ერთად 83-ჯერ მოირგო, 17 გოლი გაიტანა და 26 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხელშეკრულება Rappi-სთან - ბარსელონა საკუთარ სამზარეულოს ხსნის
ხელშეკრულება Rappi-სთან - ბარსელონა საკუთარ სამზარეულოს ხსნის